ვარდანისძე არიშიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არიშიანი ვარდანისძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდანისძე არიშიანი - სვანთა ერისთავი და მსახურთუხუცესი 1273-1305 წწ-ში. ამ ორი თანამდებობით იხსენიება იგი 1270-1305 წწ-ით დათარიღებულ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში: „სუანთ ერისთავისა ვარდანის ძისა მსახურთუხუცესისა არიშიანისა“. მას „სპარსთაგან“ დაკავებული ჯვრის მონასტრისათვის, იმ დროს, როცა მონასტრის ძმები მეტოქში იყვნენ გადასულნი, შეუწირავს ათასხუთასი თეთრი. არიშიანის შემდგომ ვარდანისძე ერისთავთა შესახებ ცნობები აღარ გვაქვს.



წყაროები და ლიტერატურა

  • მეტრეველი 1962: 155, N145;
  • ვახუშტი 1973: 26;
  • ბერაძე 1999: 142;
  • ბახტაძე 2003: 92.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები