არმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმა(ხეთ.) მთვარის ღვთაება.

მითოსი მთვარის შესახებ, რომელიც ჭექა-ქუხილის ღვთაების საამებლად წარმოითქმეოდა ხოლმე, ასეთი შინაარსისაა: მთვარის ღვთაება ციდან ისე ჩამოვარდა და მოედანზე დაჯდა, რომ ტაროსის ღვთაების გარდა ვერავინ მოჰკრა თვალი. ჭექა-ქუხილის ღვთაებამ თვალი შეასწრო მას, წვიმა მიადევნა, ნიაღვარი მიაწია... ქალღმერთმა ქამრუსეფამ სცადა, დაეცვა მთვარის ღვთაება ამინდის ღმერთის რისხვისაგან. ამინდის ღმერთი შეშინდა. მან მთვარის ღვთაება ცაზე დააბრუნა. დედამიწა კვლავ განათდა.

მთვარის ღვთაების გამოსახულება ასეთია: მამრობითი სქესის ღვთაებას ქუსლზე ნამგალა მთვარე აქვს დამაგრებული, ზურგზე კი – წყვილი ფრთა. ტანს წინსაფარი უფარავს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები