არსენალის გამოფენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ დავი. სიმბოლიზებული ბუნება № 2, 1911; ქაღალდი, პასტელი, 45.8X55 სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი. ალფრედ შტიგლიცის კოლექცია

არსენალის გამოფენა – ახალი ხელოვნება ნიუ იორკს 1913 წელს ეწვია და მაყურებელს წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის გამოფენით წარუდგა. The Armory Show-ს (არსენალის გამოფენა) სახელით ცნობილი გამოფენა, ეროვნული გვარდიის 69-ე პოლკის არსენალის მანეჟში, ლექსინგტონ ავენიუზე, 25-ე და 26-ე ქუჩების კუთხეში გაიმართა. მისი ორგანიზატორები უოლტ კანი (Walt Kuhn, 1877-1949) და არტურ ბ. დევისი (Arthur B. Davies, 1862-1928) იყვნენ. ექსპოზიციაში წარმოდგენილი 1600 ნამუშევრიდან 1/4 ევროპელ ხელოვანებს ეკუთვნოდათ.

წარმოდგენილი ნამუშევრები, მათ შორის ახალი ხელოვნება, კარგად იქნა მიღებული და კარგადაც გაიყიდა, თუმცა ზოგიერთი ევროპელი მოდერნისტის, განსაკუთრებით კი ანრი მატისისა და მარსელ დიუშანის ნამუშევრები საზოგადოების ხმაურიანი პროტესტის მიზეზად იქცა, თავად შემოქმედნი კი „ანარქისტების ბიძაშვილებად“ მოინათლნენ. ჩიკაგოში, სადაც გამოფენის რჩეული ნამუშევრები წარმოადგინეს, ხელოვნების ინსტიტუტის რამდენიმე პედაგოგმა და სტუდენტმა მატისის სურათების გამოსახულებები დაწვეს, საზოგადოების ლიდერები კი გამოფენის გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ მორალის კომისიას. მომხდარის მიუხედავად, გამოფენამ ახალი ამერიკული ხელოვნების კონსოლიდაცია მოახდინა და მოდერნისტ ხელოვანთა შთაგონების წყაროდაც კი იქცა. მოგვიანებით, თავიანთი ნამუშევრებისთვის მათ ენთუზიასტი კოლექციონერებიც იპოვეს და საგამოფენო დარბაზებიც.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები