არსენიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი არსენიშვილი

გიორგი არსენიშვილი(დ. 5 იანვარი, 1942, სიღნაღის რაიონის სოფელი ხირსა – გ. 17 ნოემბერი, 2010) — ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

განათლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1966); ასპირანტურა (1969).

სამუშაო გამოცდილება:
1969-1971 – იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1971-1977 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი;
1973-1974 – გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში;
1977-1982 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი;
1981-1997 – მის მიერ დაარსებული მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე;
1995-2000 – საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში;
2000-2001 – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
2002-2004 – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2004-2006 – საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2007 – საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008 – საქართველოს გაერთიანებული ტელეკომისა და საქპატენტის სამეცნიერო კონსულტანტი;
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი №17 თელავის საარჩევნო ოლქიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“
2008-2010 – ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე.

სახელმწიფო ჯილდო
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროფესორი


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები