არსენი ეშმს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენი ეშმს ძე – (XI ს.), საეკლესიო მოღვაწე, კალიგრაფი. შემორჩენილია მის მიერ 1050 წ. გადაწერილი ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მარტვილის ოთხთავის სახელით არის ცნობილი. 1050 წ. გადაწერილი ეს ხელნაწერი (S 391) შესრულებულია ასომთავრულითა (3 132 ფფ.) და ნუსხურით (133-186 ფფ). 1-2 ფურცლებზე მათესა და მარკოზის მინიატიურებია. ხელნაწერის პირველი ნაწილის გადამწერია ა.ე.ძ., მეორე ნაწილი იოვანე მესვეტის ხელით არის გადაწერილი. ორივე გადამწერი მოღვაწეობდა მარტვილში. ხელნაწერი გადაწერილია ივანე ფარჯანიანის დაკვეთით: „მე, ივანე ფარჯანიანმან, დავწერე წმიდალ ესე სახარებად ჴელითა, ადიდენ ღმერთმან, იოვანე მესუეტისაღთა. ლოცვასა წმიდასა თქუენსა გვერდით. ქრონიკონი იყო სო და მეც გლახ-საწყალობელი სულითა არსენი ეშმს ძე ლოც ...“(186V). შესაძლოა, ანდერძი დაწერილია ა.ე.ძ-ის ხელით, რადგან თავის თავზე იოვანე მესვეტე ვერ იტყოდა „ადიდენ ღმერთმანო“. ხელნაწერს ერთვის ა.ე.ძ-ის კიდევ რამდენიმე მინაწერი: „ქრისტე, შეიწყალე არსენი ცოდვილი“ (137წ). „იესუ ქრისტე, შეიწყალე საწყალი და მწარედ ცოდვილ არსენი მწერალი, ღთისათს ლოცვასა გვედრივარ“ (144r).

ე. სილოგავა

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • მე6აბდე ლ ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • ხელნაწერთა აღწერილობა, [5] კოლექცია, ტ. 1, თბ., 1959


Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები