არტაშანი (სამეურნეო იარაღი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტაშანი - ხის სამკელე იარაღი, შნაკვის იდენტური იარაღი, ძვალთშესაკრავი გათლილი ხეები, ბოლოებით ერთმანეთზე გადამბული, უფრო ზუსტად, 1 ანდა 1,5 მტკაველი სიგრძის ორი გრძელი ჯოხი, რომლის კიდურები თოკით მოძრავად იყო გაბმული. სწორედ ასეთ იარაღს, შნაკვის სახელწოდებით რომ იყო ცნობილი, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში, ენდემური პურეულების - მახასა და ზანდურის თავთავის საკრეფად ნამგალთან და ხის დანასთან ერთად იყენებდნენ. აჭარაში, სოფელ ქედქედში მახას არსებობაზე ტოპონიმი ნამოხვარი თუ ნამახვარი უნდა მიუთითებდეს, რომელშიც პურეულის ორი სახელწოდებაა დაცული − მახა და მოხა, რაც მახას ლაზურ-მეგრული შესატყვისია. პურის თავთავის საკრეფ ამ იარაღს აჭარაში „ხასი პურის” კრეფის დროს იყენებდნენ.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები