ჯიჯიხია არტემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არტემ ჯიჯიხია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტემ ჯიჯიხია

ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე (დ. - 2.I.1874 - გ. - 31.XII.1938) - გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ - თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. პოდპორუჩიკი (1897). მსახურობდა მე-7 სარეზერვო ბატალიონში, ტაშკენტის I სარეზერვო ბატალიონში, თურქესტანის მე-2 მსროლელთა ბატალიონში. პორუჩიკი (1901). შტაბსკაპიტანი (1905). 1907 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია I თანრიგით. კაპიტანი (1907). 1907-1909 წლებში ასეულის მეთაური. 1909-1911 წლებში ქვეითი მე-6 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1911 წლიდან XV საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი ადიუტანტი. პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ პრუსიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე. ჩავარდა ტყვედ, როდესაც კორპუსი ალყაში მოექცა. 1918 ტყვეობიდან გათავისუფლდა.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 იბრძოდა გაგრის ფრონტზე. საქართველო-სომხეთის ომში მონაწილეობდა პოლკოვნიკის ჩინით. 1919 იყო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბის უფროსი. 1919-1921 წლებში იყო ჯერ სამხედრო სამინისტროს დავალებათა გენერალი, ხოლო შემდეგ - სახალხო გვარდიის სამმართველოს განყოფილების უფროსი. 1921 წლის თებერვალში მეთაურობდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის რეზერვში მყოფ გვარდიის ბატალიონებს. ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული გახდა, უკან დაეხია თბილისისკენ. 18-24 თებერვალს თბილისის დაცვის დროს იყო მარცხენა ფრთის (ორხევი-ლილო) სარდალი. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მის სექტორში მიმდინარეობდა 24 თებერვალს, თუმცა კრიტიკულ მომენტში რეზერვების სწორი გამოყენებით შეძლო მოწინააღმდეგის იერიშის მოგერიება და პოზიციების აღდგენა. ემიგრაციაში არ წასულა, გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა სამეგრელოში, თავის სოფელში. იყო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. დახვრიტეს.


მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები