არუ გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ არუ

არუ გაბრიელ - (ფრ. AROUT GABRIEL. 1909 - 1984) სომხური წარმოშობის ცნობილი ფრანგი დრამატურგი. ნამდვილი გვარია არუტუნიანი

ბიოგრაფია

გაბრიელ არუ დაიბადა 1909 წელს ქალაქ ნახჩევანში, მდიდარ სომხურ ოჯახში. საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და ოჯახის წევრებმა მალე მიიღეს კიდეც საფრანგეთის მოქალაქეობა. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და არუ ხდება პროფესიონალი ჟურნალისტი, ხოლო 20-იანი წლების ბოლოს თავს სცდის, როგორც დრამატურგი („ორფეოსი“).

1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს ომში გაიწვიეს. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ იგი მოხვდა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ხის მჭრელად მუშაობდა. ომის შემდეგ პარიზში ბრუნდება და აგრძელებს სამწერლო მოღვაწეობას სხვადასხვა დრამატურგიულ ჟანრში: წერს როგორც დრამებს, ისე კომედიებს: „პოლინა, ანუ ზღვის ქაფი“, 1948; „ლეიტენანტ ჰელტის მეჯლისი“, 1950; „ბინდი“, 1955; „მაწანწალა მადმუაზელ ფანნი“, 1956; „ლაურა და ჟაკი“, 1963 და სხვ.

გაბრიელ არუს ასევე ეკუთვნის თარგმანი-ადაპტაციები, რომელთა შორისაა დოსტოევსკის „იდიოტი“, „დანაშაული და სასჯელი“; ტოლსტოის „ანნა კარენინა“; ჩეხოვის „მოთხრობები“ და სხვ.

გაბრიელ არუ გარდაიცვალა 1984 წელს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები