არჩვაძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ არჩვაძე

არჩვაძე ზურაბ – (1957), ქართველი დრამატურგი და პოეტი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის 30-ე სკოლა, 1980 წელს – თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ამავე წლიდან მუშაობს ქუთაისის პედინსტიტუტში; არის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. გამოცემული აქვს ლექსების სამი კრებული, ცხრა მონოგრაფია,დამხმარე სახელმძღვანელოები და ორი ქრესტომათია, ასევე ლექსად დაწერილი ტრაგედიები: „ფედრა ანუ სამთა ტრაგედია“ და „დემნა ანუ მუდმივი დევნა”; ძირითადად თარგმნის ფრანგული, რუსული და გერმანული ენებიდან.


ევარისტ პარნი, ბარათი
თარგმნა ზურაბ არჩვაძემ
...ესეც იცოდე, ჩემო ლამაზო,
შუაღამისას რომ დაჰკრავს ზარი,
საყვარლის ხელი, ერთგული ხელი,
როს შუქი მკრთალობს მილეულ მთვარის,
წამოვა ნელნელ, აუჩქარებლად,
შესრიალდება კართან მდგომ ჩრდილში,
რომ მიწვდეს ურდულს, შენ რომ გატყვევებს
ყიამ ღამეში, ჩაძირულს ძილში.
ისიც იცოდე, მიჯნურს ახელებს,
არსენ ბულმაისიმ,
სძულს ეჭვიანი ყველა ვუალი,
უფრო ამო და ნაზი რომ გახდე,
შენ სამოსს უნდა უთხრა უარი,
ტანს მოიგარსო ტრფობის ალები,
ამის ხალისი, სურვა თუ არი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები