არჩილ მირდატის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩილ მეფე - ოცდამეთერთმეტე მეფე ფარნავაზიდან. მეფე არჩილი იყო მირდატ IV-ის შვილი. მან საქართველო შეაკოწიწა. ცოლად მოიყვანა ბიზანტიის მეფის ასული მარიამი. მისი თხოვნით მეფე არჩილმა პირველმა ათარგმნინა სახარება და სამოციქულო სტეფანოზსა და დავითს იერუსალიმში.

როგორც მოსე ჯანაშვილი წერს, მეფე არჩილმა განდევნა ცეცხლთთაყვანისმცემელნი, დაამხო კერპნი და ბომონნი და ხელახლა ააგო დანგრეული ტაძრები. მასვე აუშენებია წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარი მცხეთაში.

არჩილ მეფემ გონივრულად ისარგებლა სპარსეთის მეფის სხვა ქვეყნებთან ომებით და რანიდან და მოვაკანიდან რამდემჯერმე განდევნა სპარსნი. ამ გამარჯვებას ყოველთვის უფალს და ჯვრის ძალას მიაწერდა. „ქართლის ცხოვრება“ ამის შესახებ ასე წერს: არჩილ მეფემან რქუა ყოველთა: არა ძალითა ჩვენითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათა ვსძლიეთ მტერთა, არამედ ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგვცა წინამძღვრად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი: აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება ღმერთი, დაუსაბამო დამბადებელი ყოველთა“ („ქ. ცხ.“ ტ. გვ. 108). ამ დროს ეპისკოპოსი იყო მობიდანი, იგი გარეგნულად ქრისტიანი იყო, ხოლო შინაგანად მწვალებელი, არიოზელი. არჩილ მეფემ მოიწვია მცხეთაში საეკლესიო კრება და მობიდანი განკვეთეს. ამ კრების შემდეგ მეფე არჩილი მალე აღესრულა და ტახტზე ავიდა მისი ძე მირდატ V.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები