არჩიხანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩიხანა — ღია ფარდული, სადაც საქორწინო სუფრისათვის სამზადისი მიმდინარეობდა. იგი რამდენიმე სამფეხისა და მათზე შემოდგმული ქვაბებისაგან შედგებოდა. მათგან ერთი ანდა ორი ხორცეული კერძების მოსამზადებელი, ხოლო ერთიც ჰასუთის ქვაბი იყო. არჩიხანაში საქმიანობას უმთავრესად არჩი – მზარეული ხელმძღვანელობდა, რომელსაც საჭიროების მიხედვით რამდენიმე დამხმარე ჰყავდა, მაგალითად, შეშის მომმარაგებელი, რომელსაც პარალელურად ცეცხლზე ყურადღება ევალებოდა. იგი ცეცხლს მზარეულის მითითების მიხედვით შეშას შეუკეთებდა, ცეცხლს გააძლიერებდა ანდა ქვაბებს ნელ ცეცხლს მისცემდა. არჩიხანა ეზოს მყუდრო ადგილში იმართებოდა.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები