არწრუნი ქურდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქურდ არწრუნი - ვასაკ არწრუნის ძმა, თბილისის ამირა XII ს-ის 70-80-იანი წწ-ში. იგი ძმასთან ერთად გაქცევია გიორგი III-ის რისხვას კარნუ ქალაქში. ქურდის და – საგდუხტი ცოლად ჰყავდა სარგის მხარგრძელს, რომელიც ორბელებთან ძლიერ დაახლოებული პირი იყო. სწორედ ამ ნათესაობას უნდა ეთამაშა გადამწყვეტი როლი ქურდ არწრუნის ორბელებთან შერიგებისა და სამეფო კარზე მისი დაბრუნების საქმეში. გიორგი მეფეს იგი შეუწყალებია და, როგორც ირკვევა, მიუცია თბილისის ამირობა. ამ თანამდებობაზეა იგი ორბელთა ამბოხის დროსაც. დავით ქობაირელის ცნობით, 1177 წ. ორბელთ ამბოხის დროს გიორგი მეფემ მანკაბერდის მხარეში გაქცეულ აჯანყებულებს ამიარ ქურდი დაადევნა. 1187-1188 წწ-ში ქურდ არწრუნი აღარ უნდა ყოფილიყო თბილისის ამირა, მაგრამ მას უნდა სჭეროდა მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალის თანამდებობა. სწორედ მას მიიჩნევენ მკვლევარნი მეჭურჭლეთუხუცეს აბულასანის იმ „სჯულით ბარბაროზ“ ნაცვლად, რომელიც თამარმა აჯანყებული გიორგი რუსის შესაჩერებლად კარნუ ქალაქში გაგზავნა. შემდგომში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქურდ არწრუნი აჯანყებულთა მხარეზე აღმოჩნდა. აჯანყების მარცხის შემდეგ ქურდ არწრუნი მანკაბერდში, საკუთარ მამულში დარჩა, საიდანაც იგი მხითარ გოშს დახმარებია ნორ-გეტიკის მონასტრის მშენებლობაში. ამის შემდეგ წყაროებში მისი კვალი იკარგება. აჯანყებაში მონაწილეობამ, როგორც ჩანს, ქურდის სახლის დამცრობა გამოიწვია. სამაგიეროდ, აღზევდა ქურდის დისწულთა შტო მხარგრძელთა სახით. საუკუნის შემდგომ კი, მისი შვილთაშვილი სადუნ მანკაბერდელი მონღოლთა თანადგომით საქართველოს მეფეთა კარზე უმაღლეს თანამდებობებს დაიკავებს.



წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები