არჯევანიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი არჟევანიძე

არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე - (24.I.1863 - 16.I. 1940) - გენერალი.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავი მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით.

1917-1918 წლებში ქართული დივიზიის მეთაურია. დამოუკიდებლობის წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1920 იყო ქალაქ ფოთის გარნიზონის უფროსი. ემიგრაციაში არ წასულა. 1921-1929 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში, იყო ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის უფროსი. 1929 გავიდა თადარიგში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. 1, 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიორგი არჯევანიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები