ასათიანი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ასათიანი

ლევან ასათიანი – (Levan Asatiani), საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, დიპლომატი, 2004-2010 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

დაიბადა 1953 წლის 9 მაისს თბილისში.

განათლება
1970-1975 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი „საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის“ სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
1975-1979 – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა-სხვადახსვა თანამდებობები;
1979-1980 – მივლინება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, სპარსული ენის მთარგმნელი;
1980-1982 – საქართველოს უმაღლესი დასაშუალო სპეციალობის სამინისტროს უფროსი ინსპექტორი;
1982-1992 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;
1991-1992 – საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, ეკონომიკური ურთიერთობების ქვეკომისიის თავმჯდომარე;
1992-1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტდეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსი;
1994-1996 – ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
1996-1999 – საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი;
1999-2002 – მივლინება ხორვატიაში „ეუთო“-ს მისიის დამკვირვებლად; br /> 2002-2004 – აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.br /> 2004 – აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი; br /> 2009 – საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; br /> 2010 – „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ წამვანი სპეციალისტი, პროექტების დირექტორი; br /> 2013-დან – საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის კონსულტანტი; br /> 2010-დან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და GIPA-ს მოწვეული ლექტორი.

ფლობს სპარსულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები