ასალერტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-სალერტ-ი (აფხ. асалертә) — ზოგიერთ დაავადებათა (თავის ტკივილი, შაკიკი, ცხვირიდან სისხლდენა, უნებლიე შარდვა) მფარველი სული აბჟუის აფხაზებში. მის სახელზე სრულდებოდა სპეციალური მსხვერპლშეწირვა და ლოცვა; სწირავდნენ ღომის ფქვილისაგან მომზადებულ კვერებს (აკვაკვარებს), შავი ფერის ქათამს და ერთ სანთელს. მლოცველ ოჯახში ასალერტის სახელზე ჰქონდათ არა ჩვეულებრივი საზედაშე ქვევრი, არამედ მცირე ზომის ბრტყელძირიანი ა-ყუბარი — ყვიბარი (ასეთივე ქვევრი ჰქონდათ კუჭის დაავადებათა მფარველი სულის, ანაფრას, სახელზეც).

ტერმინი „ასალერტი“ მეგრული „საალერტო“ ფორმიდან მომდინარეობს, „ალერტისათვის განკუთვნილს“ ნიშნავს და ალერტის წმ. გიორგისათვის მიმართულ ლოცვასა და მსხვერპლშეწირვას გულისხმობს (ალერტის წმ. გიორგის ხატი რამდენიმეა სამეგრელოში), თუმცა ამ უკანასკნელს აფხაზები არ იცნობენ.


ლიტერატურა

Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები