ასანიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ასანიძე

გიორგი ასანიძე – დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში. პოლიტიკოსი, ძალოსანი (77და 85 კგ). XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004, ათენი), XXVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი). საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1995). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი. ათენის საპატიო მოქალაქე (01.01.2004)

სარჩევი

განათლება

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (1996);

შრომითი გამოცდილება

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მოსამსახურე (1993 - 2004)
  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქი, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №10 გლდანის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
  • საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
წარწერის ტექსტი

სპორტილი კარიერა

გიორგი ასანიძემ ოლიმპიურ მწვერვალამდე რთული გზა განვლო. ამ გზაზე მას მრავლად შეხვდა ტკივილიცა და გაჭირვებაც, ტანჯვაცა და სასოწარკვეთაც, ტრავმებიცა და იმედგაცრუებაც, დოპინგსკანდალიცა და მავანთა მუხანათობაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაუძლო ­ სძლია მრისხანე მეტოქეებსაც, რკინის უსულო შტანგასაც, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს და იმ მწვერვალზე ავიდა, საიდანაც ყველაფერი სულ სხვანაირად მოჩანს. სხვანაირია იქიდან დანახული სამყარო და, რაც მთავარია, საკუთარი თავი, რადგან უდიდეს გამარჯვებას მუდამ თან ახლავს სულიერი კათარზისი და ყველა ოლიმპიური ჩემპიონი, როგორც წესი, უკვე სხვა ადამიანია.

გიორგი ასანიძემ ძალოსნობაში ვარჯიში 10 წლისამ დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი გოგი თოდაძე გახლდათ, 1992 წლიდან კი - ვანო გრიქუროვი: „როცა სამაჩაბლოში სიტუაცია დაიძაბა, მე და კახი კახიაშვილი თბილისში ჩამოვედით და ვარჯიში აქ გავაგრძელეთ. გიორგიც სწორედ მაშინ გავიცანი ­ სუსტი, დამწყები სპორტსმენი იყო და რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა ჩემთან. მერე ისე მოხდა, რომ მე და კახი აქაც ვერ გავჩერდით ­ არავითარი პირობები არ იყო, არა ­ შუქი, არა ­ წყალი, არა ­ გათბობა, ამიტომ ავდექით და რუსეთში წავედით, კერძოდ როსტოვში. ბარსელონის ოლიმპიადისთვისაც სწორედ იქ მოვემზადეთ. ბარსელონიდან კახი თბილისში ოლიმპიური ოქროთი დაბრუნდა. მე ეროვნული ნაკრების უფროს მწვრთნელად დამნიშნეს და გიორგი ასანიძეც სწორედ მაშინ შემოგვიერთდა, 1992 წლის სექტემბერი იყო. გიორგი მანამდე ყველამ დაიწუნა, მასში პერსპექტივა ვერავინ დაინახა და ამიტომ თავის ნებაზე იყო მიშვებული. ჩვენ სულ მალე გავუგეთ ერთმანეთს. თვალებში როცა ჩავხედე, დავინახე მისი უდიდესი მონდომება და სურვილი. თვითონ არაფერს ამბობდა, მაგრამ სწორედ იმ კუნაპეტივით შავი თვალებით მეხვეწებოდა, რომ უარი არ მეთქვა და გუნდში ამეყვანა. მას ჩვენთან ერთად, პირველ ყოვლისა კი კახისთან უნდოდა ყოფნა. ავიყვანე და დავიწყეთ ვარჯიში. კახი ისე პატრონობდა, ისე ზრუნავდა მასზე, როგორც ნამდვილ მეგობარს შეეფერება. ასეთივე სულიერი ძმობა ჩამოყალიბდა ჩემსა და გიორგის შორისაც. ჩვენს შორის ამგვარი ურთიერთობა რომ არ შემდგარიყო, დარწმუნებული ვარ, ის დიდი წარმატებაც არ დაიბადებოდა. მონდომებამ თავისი გაიტანა, ორივემ ძალიან მოვინდომეთ ­ მეც და გიორგიმაც.“

იხილე აგრეთვე

გიორგი ასანიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები