ასლანიშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ასლანიშვილი

ასლანიშვილი შალვა სოლომონის ძე - (10. III. 1896 დ. არტანუჯი, ართვინის მაზრა (ახლა თურქეთშია), – 15. XII. 1981, თბილისი), მუსიკისმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1964), პროფესორი, (1966) საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943). 1930-იდან პედაგოგი, 1937-73 თბილისის კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის გამგე. 1945-50 სათავეში ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილებას. 1927-50 მან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთის რაიონებში მრავალი სიმღერა ჩაიწერა. ამ მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნაშრომები საფუძვლად დაედო ქართული ჰარმონიის კურსს, რომელიც კონსერვატორიაში იკითხება. ასლანიშვილი მუშაობდა მუსიკის თეორიის, განსაკუთრებით ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის საკითხებზე, ძირითადი შრომებია. – „ქართლურ-კახური ხალხური საგუნდო სიმღერების ჰარმონია“ (I გამ. 1950, II-1970) და „ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ“ (ნაწ. 1-2, 1954-56). ასლანიშვილმა აღზარდა მრავალი მუსიკისმცოდნე. დიდი გავლენა მოახდინა ქართული მუსიკისმცოდნეობის განვითარებაზე.

ა. ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია (1973). ქ. თუმანიშვილი


იხილეთ აგრეთვე

შალვა ასლანიშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები