ასსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასს-ი (ლაკ. Асс) – ჭექა-ქუხილის ღვთაება დაღესტნურ (ლაკურ) მითოლოგიაში; ცხოვრობს ზეცაში, სადაც ფაეტონით მოგზაურობს. მისი მუდმივი გზა გადის ირმის ნახტომის თანავარსკვლავედზე, რომელსაც ლაკები „ასსის გზას“ უწოდებენ. ფაეტონის ბორბლები და ცხენთა ნალები სიარულის დროს გრუხუნებს და გრგვინვაც აქედან წარმოიქმნება. ხალხის რწმენით, ადამიანებზე განრისხებული ასსი მიწას მეხს მათრახივით სცემს. ამიტომ, განსხვავებით სახვა კავკასიელებისგან, ლაკები მეხნაკრავ მიცვალებულს წმინდანად კი არ თვლიდნენ, არამედ განრისხებული ღვთაების მსხვერპლად. წახურების მითოლოგიაში ასს არში შეესაბამება.


ლიტერატურა

  • Булатова А. Г. Лакцы: Историко-этнографическое исследование (XIX – нач. XX в.). Махачкала, 2000;
  • Халилов Х. М. Асс // Мифы народов мира. Энциклопедия. Т. I. М., 1994;
  • Сефербеков Р. И. Верховные боги народов Северного Кавказа // Научная мисль Кавказа. 2006, № 1; მისივე, Пантеон языческих божеств народов Дагестана (типология, характеристика, персонификации). Махачкала, 2009.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები