ასტამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასტამი - თონის იარაღი, დარჩენილი ცომის ასაფხეკი, პიბრტყელი საგანი, რკინის პატარა ნიჩაბი. მას კერიასა და ბუხარში საცეცხლო საქმიანობისათვის ხმარობდნენ. ზოგიერთი ბრტყელპირა ასტამით თონიდან პურს იღებდნენ. აჭარაში ასტამს ნაკვერცხლის და ნაცრის გამოსაჩხრეკს, ნაკვერცხლის ასაღებ ნიჩაბს, კეცზე ნაკვერცხლის შესაყარ რკინის პატარა ბარსაც უწოდებდნენ. საქართველოს სხვა კუთხეებშიც იგი ცომის ასაფხეკ რკინის პატარა ნიჩაბს წარმოადგენდა.

ვარცლის ასტამით _ „ხოწით” ვარცლიდან ცომს ფხეკდნენ, თორნის ასტამით — გამომცხვარ პურს თორნიდან იღებდნენ და მიმწვარს ჩაფხეკდნენ, კერის ასტამით კი – კერიდან ღველფს იღებდნენ და თავდახურულ კეცს აყრიდნენ. იგი ორი სახისა იყო – გრძელტარიანი და კავიანი.

საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ასტამსა და საკეცს – წმინდა საგნებად თვლიდნენ და ქალებს მზითვად ატანდნენ. ყოველ ბარბარობას ოჯახის ახალი დიასახლისისათვის ასტამ-საკეცის გადაცემის რიტუალი სრულდებოდა. ძველი ქართული ენის ლექსიკონში ასტამი განმარტებულია, როგორც „ცეცხლის საჩხრეკი”. ასტამი „შუშანიკის წამებაში” იხსენიება: „მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თვისითა დასთრგუნვიდა მას {შუშანიკს}, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა”.


ლიტერატურა

ჩიტაია, 1997:820; მგელაძე, 1966; ნ. რეხვიაშვილი, 1975:642; ქართული მატერიალური კულტურის ... 20011;38.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები