ასტრალური ღვთაებანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mze mtvare da varskvlavebi.jpg

ასტრალური ღვთაებანი - ქართველ კაცს ოდითგანვე ერთი ღმერთი - უხილავი და ყოვლისშემომქმედი ღმერთი სწამდა, მაგრამ დრო-ჟამის ავბედითობის გამო, ხშირად სხვადასხვა ხალხი იპყრობდა ჩვენს ქვეყანას და დამპყრობლები თავს გვახვევდნენ თავიანთ ცრუ რელიგიას და ქართველები თანდათან ივიწყებდნენ ცოცხალ, უხილავ და ყოვლისშემომქმედ ღმერთს.

დაახლოებით 24 საუკუნის წინ, ალექსანდრე მაკედონელმა, თავის სარდალს - აზოს - დაუბარა: დეე, ქართველებმა თაყვანი სცენ მზეს, მთვარეს, 5 ვარსკვლავს და ღმერთსა უხილავსა, ყოვლისა შემოქმედსაო. სწორედ აქედან დაიწყო ქართველმა კაცმა ერთი უხილავი ღმერთის გვერდით სხვადასხვა ციური სხეულების თაყვანისცემა. მაგალითად, მეგრელი დედა აკვანზე თავის პატარას ნანასთან ერთად ციური ვარსკვლავების თაყვანისცემას ასწავლიდა ასეთი სიმღერით: თუთა, თახა ჯუმა, ცა, ვობი (ვები, ობი), საბატუნი (საბატენი), ბჟა“ სწორე მზის, მთვარისა და 5 ვარსკვლავის სახელწოდებას აჩვევდა ჩვილის ყურს. ამ (სიმღერაში) თუთა ნიშნავს მთვარეს, თახა - თარხონს ანუ მარსს, ჯუმა - ჟიმას, აფროდიტეს, ცა - ვენერას, ვობი, (ვები, ობი) - დიოსს, საბატუნი, საბატენი - კრონოსს, ხოლო ბჟა - მზეს.


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები