ასტრახანული წითელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასტრახანული წითელი

ასტრახანული წითელი(Astrakhan röther). ვაშლის ჯიში წარმოშობილი უნდა იყოს ქალ. ასტრახანის მიდამოებიდან (რუსეთი). კარგა ხანია, რაც გადატანილი იქნა ევროპაში და იქ გავრცელდა.

ნაყოფი საშუალო სიმსხოა, მრგვალი, ცოტა შებრტყელებული. ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა და მსხვილი და ზის ღრმა და განიერ ღრუში. ნაყოფის კანი სქელია, მკვრივი; ძირითადი მომწვანო ფერი ემჩნევა მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებზე. ისე კი ნაყოფის კანი მთლიანად წითლადაა შეფერილი. ნაყოფზე გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ფიფქი. ნაყოფის ხორცი თეთრია, ნაზი, საშუალო სიმკვრივის, წვნიანი, სასიამოვნო მჟავიანობით.

ასტრახანის წითელის ყვავილი

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში და დიდხანს არ სძლებს.

ხე ხასიათდება ზომიერი ზრდით, მრგვალი ვარჯით. ყინვაგამძლეა, მსხმოიარობაში ადრე შედის და ისხამს უხვად, მხოლოდ მიდრეკილება აქვს მეწლეულობისაკენ. უყვარს უფრო მსუბუქი ნოყიერი ნიადაგი; მძიმე თიხნარზე კარგად ვერ ვითარდება. ზაფხულის კარგ ვაშლის ჯიშად არის ცნობილი. ამ ჯიშის დადებითი მხარე გამოიხატება ნაყოფის ლამაზ შეფერვასა, ადრეულა სიმწიფესა და უხვ მოსავლიანობაში. მთაგორიანი რაიონებისათვის მისაღები ჯიშია.





წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები