ატენის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატენის ციხე

ატენის ციხე (საცივის ციხე, ორბელიანის ციხე), არქიტექტურული ძეგლი, დგას გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, მაღალი მთის ქიმზე. სავარაუდოდ თარიღდება X საუკუნით.

ნაგებია ნატეხი ქვით. ციხე ძლიერ დაზიანდა 1920 წ. მიწისძვრის დროს. მისი გეგმის და მასების თავდაპირველი სახით დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა (38,4 X 17,2 მ) ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა. დიდი და მთავარი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთიით. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვ. ნაგებობებია. ციხე იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზას.

ბიბლიოგრაფია

1.ატენის ციხე //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.243. ატენის ციხის ( საცივის ციხე, იგივე ორბელიანის ციხის-X-XI სს.) მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2.სიმაგრეები: ატენი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.65-67. ატენის ციხის მოკლე აღწერილობა. ბერ ეგნატაშვილის ცნობა ციხის შესახებ. ძეგლის ისტორია.
3.ატენის ციხე, საცივის ციხე, ორბელიანის ციხე //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლები.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.45-46. სოფ.ატენში, მდ. ტანის მარცხენა სანაპიროზე მდებარე XI საუკუნის ციხის ისტორია.
4.შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): ატენი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVI ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.158-161. ატენის ციხის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა. ციხის ნანგრევების ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულია ბერი ეგნატაშვილი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.69,70; ტაბ.51,52).
5.მაკალათია ს. ატენის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.16-18. მოხსენიებულია ატენის საყარაულო კოშკი.მოცემულია ატენის ციხის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება.
6.ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ.-თბ.,1969.-გვ.21.
7.ციხეები და ციხე-დარბაზები: ატენი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ.,1960.-გვ.21-22. ატენის ციხის ისტორია და მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
8.ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.207. ისტორიულ წყაროებში VII საუკუნიდან მოხსენიებული ატენის ციხის ისტორია.
9.ატენის ციხე, საცივის ციხე, ორბელიანის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.1.-თბ.,1975.-გვ.666. მოკლე ცნობები ატენის ხეობაში მდებარე X-XI საუკუნის ციხე-სიმაგრის შესახებ.
10.ციხესიმაგრეები: ატენი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2--2.-გვ.93-95. ციხის ისტორიულ-გეოგრაფიული სივრცე. ბერი ეგნატაშვილის ცნობა ციხის შესახებ.
11.ატენის ციხე //შუბითიძე-მაჭარაშვილი ვ., ბოლქვაძე დ. ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2008.-გვ.14. მოკლე ცნობა ციხის ხუროთმოძღვრების შესახებ.
12.ატენის ციხე//შუბითიძე ვ. "ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები".-თბ.,2012.-გვ.16. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. მემატიანეთა ცნობები ატენის ციხის ადგილმდებარეობისა და სახელწოდებების შესახებ:(საცივის ციხე, ორბელიანის ციხე)


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები