ატრევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატრევსი(ბერძნ.) მიკენის მეფე. პელოფსისა და ჰიპოდამეას ძე, აგამემნონისა და მენელაოსის (ატრიდების) მამა, ტანტალოსის შვილიშვილი.

ატრევსმა თავისი ქვეყნიდან გააძევა საკუთარი ძმა თიესტესი იმიტომ, რომ მან აეროპე (ატრევსის მეუღლე) აცდუნა. მოგვიანებით, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს შერიგება სურდა და თიესტესი კვლავ სამშობლოში დააბრუნა. ატრევსმა მზაკვრობით ამოხოცა ძმის შვილები და მათი ხორცი მამას შეაჭამა. აეროპე კი ზღვაში გადააგდო. ღმერთებმა ატრევსი და მთელი მისი მოდგმა დაწყევლეს.

ატრევსი, ღმერთების ნებით, გაემართა თავისი გაქცეული ძმის, თიესტესის საძებნელად. ხეტიალისას იგი შეხვდა თიესტესის ასულს, პელოპიას, და არ იცოდა რა ვინ იყო, ცოლად შეირთო. პელოპიამ კი გათხოვებამდე ვიღაც კაცის სარეცელი გაიზიარა. ეს კაცი მამამისი, თიესტესი, აღმოჩნდა. პელოპიამ შვა ვაჟი, რომელსაც ეგისთოსი შეარქვეს. რამდენიმე წლის შემდეგ ატრევსმა უბრძანა ეგისთოსს, მოეკლა თიესტესი. მაგრამ ამ დროს გამომჟღავნდა მათი მამაშვილობა და მკვლელობა არ შედგა. პელოპიამ თავი მოიკლა, ხოლო ეგისთოსმა მოკლა ატრევსი.

ატრევსის მითოსში გატარებულია იდეა იმის თაობაზე, რომ მამების შეცოდებათა გამო ისჯებიან შვილები. ამ მითოსზეა აგებული სოფოკლეს, ევრიპიდეს და სენეკას ტრაგედიები. ეს სიუჟეტი მოგვიანებით დაამუშავეს ვოლტერმა, უგომ, ფოსკოლიმ. ჰომეროსის თანახმად, ატრევსი მშვიდობიანად განაგებდა პელოპონესოსს და თავისი სიკვდილით გარდაიცვალა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები