აუნაგვა აიგვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუნაგვა აჲგვა (აბაზ. АунагIва айгва) – ოჯახის მფარველი სული აბაზური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მასზე იყო დამოკიდებული ადამიანთა და საქონლის ჯანმრთელობა და გამრავლება, ოჯახის კეთილდღეობა.

დიასახლისები ზაფხულის მზებუდობის დღეებში კარ-მიდამოს რომელიმე მოფარებულ ნაწილში აუნაგვა აიგვას სახელობაზე დადგამდნენ ტაბლას, რომელზედაც ჯამით რძე, პურის ან ღვეზელის ნაჭერი და თასით წყალი ელაგა. თუ ოჯახის მფარველისთვის განკუთვნილ საკვებს ძაღლები არ შეჭამდნენ, ან კიდევ ფრინველები არ გაკენკავდნენ, დიასახლისები მას მიწაში ჩაფლავდნენ.


ლიტერატურა

Кунижева Л. З. Символика солнца и луны в земледельческой календарной обрядности абазин // Археология и этнология Северного Кавказа. Вып. I. Нальчик, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები