აუტიზმი ატიპიური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუტიზმი ატიპიური - (F841), (autism, atypical), ტერმინი „ატიპიური აუტიზმი (ICD-10) და განვითარების ზოგადი აშლილობები, დაუზუსტებელი” (DSM-IV) გამოიყენება განვითარების აშლილობის რეზიდუალური კატეგორიებისთვის, რომლებიც აუტიზმის მსგავსია, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ ამ ჯგუფში შემავალი აშლილობების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. თუმცა, კვლევათა უმრავლესობა მიუთითებს იმაზე, რომ იგი ისევე გავრცელებულია, როგორც აუტიზმი. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში) ბავშვთა აუტიზმისაგან განსხვავდება ავადმყოფობის დაწყების ასაკით და არ ემთხვევა აუტიზმის ყველა დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს. ამ კატეგორიის გამოყენება მართებულია, როცა ანომალიური და პათოლოგიური განვითარების ნიშნები ვლინდება 3 წლის ასაკის შემდეგ და, მიუხედავად დამახასიათებელი ცვლილებებისა, – მიმდინარეობს არასაკმარისი რაოდენობის არსებითი და აშკარა ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებით ერთ ან ორ სფეროში, ნაცვლად სამისა, რაც – დიაგნოზირებისათვის აუცილებელია (კერძოდ, ორმხრივი სოციალური ურთიერთქმედება, კომუნიკაციები და შეზღუდული, სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევა).

ატიპიური აუტიზმი ყველაზე ხშირია განვითარების მკვეთრად გამოხატული შეფერხების მქონე პირებში, ასევე იმ პირებში, რომელთაც განვითარების მძიმე, სპეციფიკური დარღვევები აქვთ რეცეპციული მეტყველების აშლილობის ფორმით. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები