აფრიკის ქვეყნების ერთიანობის ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფრიკის ქვეყნების ერთიანობის ორგანიზაციის დროშა

აფრიკის ქვეყნების ერთიანობის ორგანიზაცია - აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1963 წელს. შედის 53 სახელმწიფო.

მიზნები

  • აფრიკული სახელმწიფოების ერთიანობის და სოლიდარობის მხარდაჭერა;
  • პოლიტიკის, დიპლომატიის, თავდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მათი მოქმედების კოორდინაცია;
  • კონტინენტზე კოლონიალიზმის და რასიზმის ნარჩენებთან ბრძოლა.

ადმინისტრაცია

უმაღლესი ორგანო – სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელობის ყოველწლიური ასამბლეა.

მუდმივი ადმინისტრაციული ორგანო – გენერალური სამდივნო (ადის-აბება).

მოქმედებს მრავალი სპეციალიზებული ორგანოები:

  • ეკონომიკის და სოციალურ საკითხთა;
  • მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის;
  • თავდაცვის კომიტეტები;
  • დროებითი კომიტეტები.

აფრიკის ქვეყნების ერთიანობის ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს აქვს საკონსულტაციო ხასიათი. აფრიკის ქვეყნების ერთიანობის ორგანიზაცია. არის მუდმივი მეთვალყურე გაეროში, თანამშრომლობს არაბული სახელმწიფოების ლიგასთან.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები