აფქალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვიდი აფქალი. ცილინდრული საბეჭდვის ანაბეჭდი (ძვ.წ. XXII ს.)

აფქალი(შუმ.) არსებათა ერთი დასის სახელი, რომლებიც მოღვაწეობდნენ წარღვნამდელ ეპოქაში და განასწავლიდნენ კაცთა მოდგმას.

აფქალები დაკავშირებულნი ყოფილან სამხრეთ შუამდინარეთის უძველეს ქალაქებთან, სადაც მათ დაუფუძნებიათ კაცობრიული კულტურა. („შვიდნი აფქალნი ერიდუსანი“ „...წარღვნამდელნი ძველნი აფქალნი, რომელნიც შურუფაქში იყვნენ“).

მითოლოგიური ტრადიცია მათ საცხოვრებელს მტკნარი წყლების სიღრმეებთან აკავშირებს, სახელდობრ, აბზუსთან: „სად არიან აბზუს შვიდნი აფქალნი, წმინდა თევზნი, რომელნიც მსგავსად მათი უფლისა, ეასი, გონებასრულნი არიან?“ სხვა ტრადიციის მიხედვით ისინი მდინარეში იშვნენ (მდინარეც ხომ აბზუს წყლებიდან იღებს დასაბამს): „შვიდი აფქალი, მდინარეში რომ იშვნენ, ცისა და მიწის განგებათა სწორად წარმმართველნი“. ამიტომაც ისინი შიშველი სახით არიან გამოხატულნი.

აფქალები „შვიდი ბრძენის“ სახელწოდებით თითქოს ნაგულისხმევი უნდა იყვნენ გილგამეშის ეპოსის პროლოგში, სადაც პოეტი ქება-დიდებას ასხამს ურუქის გალავანს: „განა შვიდმა ბრძენმა არ ჩაუყარა მას საფუძველი?“.

აქადურ ენაში აფქალი „ბრძენის“, „მოძღვრის“ განზოგადებულ სახელწოდებად იქცა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები