აფცარჯი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფცარჯი ძუარ-ი (ოს. Æфцæрджы дзуар – „უღელტეხილის ანგელოზი“) – მთის მრისხანე სული, ხეობებისა და უღელტეხილების მბრძანებელი, რომლის წყალობაზე იყო დამოკიდებული მთიელი ოსების კეთილდღეობა. მთის ოსეთის ყოველ ხეობაში მისი სახელობის სალოცავს წარმოადგენდა ქვების გროვა, სადაც მგზავრს შეეძლო აფცარჯი ძუარისათვის მსხვერპლშეწირვა ეწარმოებია (სწირავდა ღვეზელებს, არაყს; უფრო ხშირად მონეტებს ან ქსოვილის ნაჭრებს, რომლებსაც იქვე მდგარ ბუჩქებზე ან ხეებზე ჰკიდებდა) და მფარველობა ეთხოვა.


ლიტერატურა

Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები