აფხაზეთის აჯანყება 1877

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის აჯანყება 1877აჯანყება აფხაზეთში რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ.

აჯანყების უშუალო მიზეზი გახდა 1877-78 რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყება და აფხაზეთის სანაპიროზე 1877 წლის მაისში ოსმალთა ჯარების გადმოსვლა, რომლებიც მნიშვნელოვანწილად კავკასიელი მუჰაჯირებისაგან შედგებოდა. რუსეთის ჯარების რაზმი, რომელსაც აფხაზეთის დაცვა ევალებოდა, უკუიქცა. აფხაზთა დიდი ნაწილი ოსმალებს მიემხრო, შეგროვდა ლაშქარი, რომელიც ოსმალებმა თანამედროვე შაშხანებით აღჭურვეს. ამასობაში რუსეთის სარდლობამ აფხაზეთში დამატებითი ძალები შეიყვანა გენერალ ი. ალხაზოვის (ალხაზიშვილი) სარდლობით, რომელიც აჯანყებულებთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ მდინარე ღალიძგაზე გამაგრდა. აფხაზები და ოსმალები ივნისში ცდილობდნენ ღალიძგის ფრონტის გარღვევას, მაგრამ უშედეგოდ. ივლისის დასაწყისში ალხაზოვის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და აფხაზებს კოდორამდე დაახევინეს. 2 აგვისტოს დაიწყო აფხაზეთის კამპანიის უკანასკნელი ფაზა. სოხუმზე ერთი მიმართულებით ერთდროულად დაიძრა სამი საჯარისო შენაერთი. გენერალ ალხაზოვის რაზმი უტევდა კოდორის უბნიდან, პოლკოვნიკ შელკოვნიკოვის კოლონა – სოჭის მხრიდან, ხოლო გენერალ ბაბიჩის რაზმი დაეშვა მარუხის უღელტეხილიდან. აფხაზები სერიოზულ წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ რუსებს ისინი ცეცხლს უკიდებდნენ თავიანთ სახლებს და ოჯახებითა და საქონლით სოხუმისკენ გარბოდნენ, სადაც ევაკუაციისთვის გამალებული სამზადისი იყო. 19 აგვისტოსათვის ოსმალებმა დატოვეს სოხუმი, მათ გაჰყვა 40 ათ-მდე აფხაზი მუჰაჯირი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები