აფხუნარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფჴუნარ-ი / მარღუთარ-ი / ჴჲაფ-ჴჲაფ-ი / თაგალაჲ (აღულ. Апкъунар / Маргъутар / Къяп-къяп / Тагалай) – დაღესტნური (აღულური) ბერიკა, ტრიქსტერი – კალენდარული დღესასწაულებისა და სხვადასხვა, მათ შორის საქორწილო, წეს-ჩვეულებების აუცილებელი პერსონაჟი. ბერიკას როლში 40-45 მამაკაცი გამოდიოდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მას ეკეთა ქეჩის ნიღაბი, რომელიც თავს მთლიანად უფარავდა; ნიღაბს მიკერებული ჰქონდა ქეჩისავე თხის რქები და თვალებისა და პირის ადგილზე ამოჭრილი ღიობები მატყლის წითელი ძაფით იყო შემოკერილი; ცხვირი ქეჩითვე ოსტატურად იყო ამოყვანილი; ეცვა გადმობრუნებული ტყაპუჭი, ზედ მიკერებული ძროხის კუდით; მხარზე ან ქამარზე ეკიდა ორი ჩანთა, რომელთაგან ერთში – ნაცარი, მეორეში კი ფქვილი ეყარა. ზოგ სოფელში იგი ქალის ტანსაცმლით იმოსებოდა და შეკრების ადგილზე სახედარზე უკუღმა მჯდარი მიდიოდა.

ბერიკები მოვალეობას შეადგენდა სადღესასწაულოდ შეკრებილი ხალხის გართობა სახუმარო სიმღერებითა და ცეკვა-თამაშით; სიმღერის დროს იცვლიდნენ ხმას, რათა ვერ შეეცნოთ, თან დამსწრეებს ეხმიანებოდნენ და მათ ფქვილს აყრიდნენ, სახეს კი ნაცრით უმურავდნენ; ქალის სამოსში გამოწყობილნი თავიანთი სხეულის ცალკეულ ნაწილებს ჰიპერთოპულად წარმოაჩენდნენ.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ სხვადასხვა წეს-ჩვეულებაში მოქმედი აღულური და დაღესტნის სხვა ხალხების ბერიკები უნდა განვიხილოთ, როგორც სათაყვანებელ ცხოველთა განსახიერებანი, გადმონაშთურად შემონახული ტოტემური პირველწინაპრები, ღვთაებათა ზოომორფული იპოსტასები, მამაკაცთა კავშირების რელიქტები, კულტურული გმირების ანტიპოდები და მითიური ტყუპისცალები – ტრიქსტერები.


ლიტერატურა

  • Булатова А. Г., Исламмагомедов А. И., Мазанаев Ш. А. Агулы в XIX – нач. XX в.: историко-этнографическое исследование. Махачкала, 2008;
  • Сефербеков Р. И. Из мифологии агулов: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Института истории, археологии и этнографии. Махачкала. 2014, №3;
  • მისივე, Пантеон языческих божеств народов Дагестана (типология, характеристика, персонификации). Махачкала. 2009.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები