აქილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქილო (ოს. Акыло) – წვიმის გამოწვევის ოსური რიტუალისა და ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟის სახელწოდება. ხანგრძლივი გვალვების პერიოდში ოსი ქალები იკრიბებოდნენ მეხნაკრავ ქვასთან და ჯოხს, ნიჩბს ან რომელიმე მაღალ ქალს „პატარძალივით“ გამოაწყობდნენ: მას თეთრი და წითელი სამოსლით მორთავდნენ. თუ აქილოს როლს ქალი ასრულებდა, ხელებს მაღლა აუწევდნენ, სახვევით ერთად შეუკრავდნენ და ზემოთ დაუმაგრებდნენ თავის მულჲაჟს, რომელსაც წითელ ნაჭერს გადააფარებდნენ. როცა აქილო გამზადდებოდა, რიტუალის მონაწილეები მეხნაკრავ ქვას, აქილოსა და ერთმანეთს წყლით ასველებდნენ.

გარდა ამისა, წვიმის გამოსაწვევად სხვა რიტუალიც სრულდებოდა: მამაკაცები ძველი მიწისზედა სამარხიდან – ზაფაძიდან – იღებდნენ მიცვალებული ძვლებს (არ შეიძლებოდა ამ მიზნით თავის ქალას გამოყენება), ერთად შეკრავდნენ და მდინარეში ისე ჩადებდნენ, რომ წყალს არ წაეღო. სასურველი შედეგის მიღებისთანავე, ძვლებს ადგილზე აბრუნებდნენ და მიცვალებულს ორ ღვეზელს სწირავდნენ.


ლიტერატურა

  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. М., 1971;
  • Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2915.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები