აქლათიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქლათიზ-ი (სომხ. Աքլաթիզ) – დიდმარხვის სომხური სიმბოლო – მოხუცი მამაკაცის თოჯინა გრძელი ულვაშებითა და წვერებით, გაფარჩხული თითებით, ერთადერთი ფეხით, რომელზედაც გამობმულ ხახვში შვიდი ნაკრტენი იყო გარჭობილი. თოჯინა შვიდი კვირის განმავლობაში ჭერქვეშ იყო ჩამოკიდებული. ყოველ კვირას აქლათიზიდან ამოაძრობდნენ ერთ ნაკრტენს, ხოლო დიდმარხვის დამთავრებისთანავე, როცა დიასახლისი დაჭრილ ხახვს ბეღელში ჩააგდებდა, მის მწვანე წანაზარდს კი სააღდგომო კერძში ჩადებდა, ახალგაზრდები თოჯინას სახლიდან ღვარძლით მოისროდნენ, ან ჯოხებით „კლავდნენ“, ან კიდევ წყალში აგდებდნენ.


ლიტერატურა

  • Лисициан С. Д. Очерки этнографии дореволюционной Армении // КЭК. I. М., 1955;
  • Харатян Гр. С., Мкртчян С. С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები