აღაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღაპი - (ბერძ. ágape „სიყვარული“) ევქარისტიას დართული ერთობლივი ტრაპეზი, რომელიც ადრეულ ეკლესიაში საიდუმლო სერობის მაგალითითა და მის გასახსენებლად იმართებოდა, როგორც უკიდურესად გაჭირვებულთა მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობისა და მათთან ერთიანობის გამოხატულება. იგი მთავრდებოდა ევქარისტიის საიდუმლოთი. მოკლე ხანში მის საფუძველზე აღმოცენდა ისეთი გადაჭარბებანი, რომლებიც მოციქულმა პავლემ დაგმო წერილში კორინთელთა მიმართ (1 კორ. 11:17-34).

391 წელს კართაგენის III კრების მიხედვით ლიტურგია გამოყვეს აღაპიდან, ხოლო მომდევნო კრებებმა - ტაძარში აღაპის გამართვა აკრძალეს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები