აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი - (1742-97), ირანის შაჰი 1796 წლიდან, ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი.

იგი გამოსული იყო ყაჯართა ტომის მმართველი ზედაფენიდან. ბავშვობაში დაასაჭურისეს. 80-იანი წლების შუა ხანებში ყაჯართა ძალებზე დაყრდნობით დაიწყო ბრძოლა ირანში პირველობისათვის და 1794 წელს ქვეყნის ფაქტობრივი მბრძანებელი გახდა. გამოირჩეოდა უკიდურესი სისასტიკით. 1795 წელს დალაშქრა ამიერკავკასია, კრწანისის ბრძოლაში დაამარცხა ქართული ჯარი, გაძარცვა და დაანგრია თბილისი. საქართველოდან დაბრუნებისა და ირანის შაჰინ-შაჰის ტიტულის მიღების შემდეგ (1796) დაიპყრო ხორასანი. ამიერკავკასიაში მეორედ ლაშქრობისას აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი. მოკლეს შუშაში მისმა მსახურებმა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები