აღმოსავლური ხურმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხურმა

ხურმა – ლათინური დასახელება – Diospyrus kaki

ბოტანიკური ოჯახი – Ebenaceae – აბანოზისებრთა ოჯახი სიცოცხლის ხანგრძლივობა – 20-30 წელი (ინტენსიურ საწარმოო ციკლში) ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 60-65% ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 70-80% ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია pH – 6,5-7,5 კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -15-170C მოსვენების პერიოდში) კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 41-430C ვითარდება ნაყოფის ამწვრობა, ფოთლის დაწვა) სინათლისადმი მოთხოვნილების მაქსიმუმი – მოითხოვს კარგად განათებულ ადგილებს არასასურველი წინამორბედი კულტურები – არ აქვს


სარჩევი

გავრცელებული ჯიშები – ძირითადი ინფორმაცია

დასახელება ზოგადი აღწერა სიმწიფის პერიოდი
პიაკუმე „კარალიოკი“ არამწკლარტე, დამოკიდებული დამტვერვაზე, ზოგჯერ ნახევრად ან მთლიანად მწკლარტე, ოვალური, მრგვალი, უნივერსალური მოხმარების, საშუალო ან მსხვილი სექტემბრის II ნახევარი – ოქტომბერი
ჰაჩია „იაპონური ხურმა“ მწკლარტე, არ არის დამოკიდებული დამტვერვაზე, ოვალური, გამოკვეთილი წვეტით, უნივერსალური მოხმარების, მსხვილი ოქტომბრის II ნახევარი – ნოემბერი
ფუიუ მწკლარტე, არ არის დამოკიდებული დამტვერვაზე, თეთრი რბილობით, მრგვალი, გამოკვეთილი წიბოებით, ნედლად მოხმარების, საშუალო ან მსხვილი სექტემბრის II ნახევარი – ოქტომბერი
როხო ბრილიანტე მწკლარტე, არ არის დამოკიდებული დამტვერვაზე, ოვალური, უნივერსალური მოხმარების, მსხვილი ოქტომბრის II ნახევარი – ნოემბერი
ხურმის ყვავილი

გამოყენებული საძირეები – ძირითადი ინფორმაცია

დასახელება ზოგადი აღწერა ხის საშუალო სიმაღლე
კავკასიური ხურმა (D. lotus) ნაკლებად იტანს გვალვას 3,5-4,5 მეტრი
ვირჯინიის ხურმა (D. Virginiana) ხასიათდება ამონაყარით, ადაპტური საძირეა 3,5-4,5 მეტრი
ხურმის კულტურული ჯიშების ნათესარები ხასიათდება კარგი შეთავსებადობით ყველა ჯიშთან 3,5-4,5 მეტრი


საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება თვე
გაშენება XI, II, III
გასხვლა XI, II, III
რიგთაშორისების გათიბვა, დამუშავება IV,V, VI, VII,VIII
მწვანე გასხვლა VI, VII
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებები, წამლობა IV,V, VI, VII,VIII
მორწყვა V, VI, VII,VIII
მოსავლის აღება IX, X, XI
ნიადაგის მომზადება გასაშენებლად

ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება სპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ სიღრმეზე.

გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერდება, ბოლოს – როტაციული კულტივატორით ნაკვეთის „ფრეზირება“.

დარგვის წესები და ნორმები

ირგვება 40-50X40-50 სმ. სიდიდის ორმოებში, ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე. დარგვის სქემები 5,0-6,5 X 5,0-4,0 მეტრი

სხვლა-ფორმირების მეთოდები

ძირითადად გამოიყენება ცენტრალურ ლიდერული და ჯამისებური ფორმირება

მორწყვა

მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე ნაყოფის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, საშუალოდ წვეთოვანი მორწყვით – 16-24-ჯერ/სეზონი, მოღვარვით – 5-6-ჯერ/სეზონი. მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, მოღვარვით, კვალში მიშვებით

მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 60-80 მ3 წვეთოვანი მორწყვა, 500-700მ3 მოღვარვით ან კვალში მიშვებით. ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: ნაყოფების დამსხვილება, ზაფხულის მეორე ნახევარი


ხურმის განოყიერების საორიენტაციო სისტემა

ზოგადი ინფორმაცია: რეკომენდებულია განოყიერება ჩატარდეს ნიადაგის და ფოთლების ანალიზის მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცვეობაა: N – 1,6-2,6; P – 0,10-0,20; K – 1,9-3,7; Mg 0,17-0,46; Ca – 1,4-3,2 (% მშრალ ნივთიერებაზე)

განოყიერების საორიენტაციო სქემა (მოქმედი ნივთიერება, კგ)
საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა კგ. შეტანის ვადა
N – აზოტი 70-90 ვეგეტაციის პერიოდში, კვირტების დაბერვა, მოსავლის აღების შემდეგ
P – ფოსფორი 80-100 ხსნადი ფორმა – ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა – შემოდგომა, გვიან ზამთარი
K – კალიუმი 80-100 იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში
კომპოსტი 20-30 ტონა შემოდგომა, ადრე გაზაფხული
მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ინტეგრირებული დაცვის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება გამოყენების პერიოდი
დაავადებები – ფოთლის ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე და სხვ. ბორდოს ნარევი, სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდი, სპილენძის ქლორჟანგი, დიფენოკონაზოლი, ციპროდინილი + ფლუდიოქსოლინი, და სხვა III, IV, V, VI, VII
მავნებლები – მინაფრთიანი და სხვა დელტამეტრინი, ქლორპირიფოსი, და სხვა III, IV, VI, VII
მავნებლები – ტკიპები სპიროდიკლოფენი, ტებუფენპირადი და სხვა V, VI, VII, VIII
მავნებლები – ფარიანები ზეთოვანი ემულსია II,III
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება შენიშვნა
სარეველების ამოსვლის შემდეგ ტოტალური გლიფოსატი, ამონიუმის გლუფოსინატი და სხვა არ უნდა შეეხოს ხის მწვანე ორგანოებს, ახალშენ ბაღებში არ იყენებენ

მოსავლის აღება და შენახვა

ნაყოფები იკრიფება აუცილებლად ყუნწით, კრეფა ჯიშების მიხედვით ხდება დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

შენახვის ოპტიმალური პირობები ხურმის საზამთრო ჯიშები შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 85-95% შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-10C შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 30-80 დღე

საორიენტაციო მოსავალი 18-23 ტონა/ჰა


წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები