აყ ბიიჩე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აყ ბიჲჩე (ბალყ.-ყარაჩ. Акъ бийче – „თეთრი ქალბატონი“) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი. თქმულებებში ამ სახელს რამდენიმე გმირი ქალი ატარებს:

ა) ჯადოქარი, რომელიც თეთრი მარალის (ირმის ციმბირული სახეობა) სახეს იღებს; მასზე მონადირე ნართი ჲორჲუზმექი ხვდება ციხე-სიმაგრეში, სადაც აყ ბიჲჩე გოლიათ ქმართან ერთად ცხოვრობს; ეს უკანასკნელი თავისი ჯადოსნური ქეჩის მათრახის დარტყმით ნართ გმირს მონადირე ძაღლად აქცევს;

ბ) ციხე-სიმაგრეში მცხოვრები ვინმე მპყრობელი ქალბატონი, რომელსაც ბჲოდენი კლავს, ეპატრონება აყ ბიჲჩეს სახლ-კარს და მის მონა-ქალზე ქორწინდება;

გ) ნართი თაუასის დედა; ვაჟი უჩნდება ანგელოზისგან (салымчы), რომელიც მას მტრედის სახით მოევლინა; არის ნართი სოსურუყის დედობილი და აღმზრდელი (ცვლის სათანაჲს).



ლიტერატურა

  • Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები