აშამხკურშვ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშამხკურშვ (აშამხკοჷრშο) - აფხ. მუხლისთავზე შემოსახვევი , გეომეტრიული ნახჭით, რომბების შეთავსებით კუთხეებში, რომელიც სწორ რიგებს შორისაა მოქცეული, სამუხლე პირსახოცი (სიგრძე 2-2,30 მ; განი - 40-60 სმ). მდიდარი ნახჭით ბოლოში, მაქმანებით ან გრძელი დაგრეხილი ფოჩებით მორთული. იგი მისაღებ, სასტუმრო ოთახში დეკორატიულ გადასაფარებლად გამოიყენებოდა. ამ პირსახოცს ე.წ. „ქალთა ლხინის“ დროსაც მოიხმარდნენ, რომელიც პატარძლის სახლიდან გაცილების შემდეგ ეწყობოდა. საქორწინო სუფრასთან დარჩენილ ქალბატონებს მუხლებზე აფარებდნენ. ქორწილზე პატარძლის სახლიდან გვარის უხუცესი მომავალი ქმრის სახლში ლოცვა-კურთხევით უშვებდა პატარძალს. ამიტომ გვარის უხუცესს საზეიმო ვითარებაში აშამჰკურშვის მსგავს პირსახოცს გადასცემდნენ, რომელიც თითქმის ერთი ცხენის ღირებულებად ითვლებოდა.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები