აშანგელო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშანგელო || შაშანგელო (სვ.)მგლის რიტუალურ მოკვლასთან დაკავშირებით გამართული მამაკაცთა პროცესია, რომელსაც წინ მგლის მკვლელი მიუძღოდა. წინამძღოლს ეკავა გრძელი ლატანი, რომლის წვერზე ნადირის ტყავი იყო დამაგრებული. საწესო მსვლელობის მონაწილენი სოფელს სიმღერით შემოივლიდნენ და შეჩერდებოდნენ ყველა მოსახლესთან, რომლებიც პროცესიის ხელმძღვანელს თოფისწამალს ან ტყვიას აძლევდნენ.

„მგლის მოკვლისათვის ტყვიისა თუ თოფისწამლის მიცემა, ეჭვ გარეშეა, სიმბოლიურად გამოხატავდა თანამესოფლეთა მონაწილეობას მგლის მკვლელობაში. მაშასადამე, ეს მნიშვნელოვანი დეტალი წარმოგვისახავს ნადირის კოლექტიურად მოკვლის ფორმას. ხოლო ის გარემოება, რომ საწესო პროცესია უშუალოდ ნადირის მოკვლას უკავშირდებოდა (იგი მარტო მგლის მოკვლის გამო იმართებოდა), ამჟღავნებს კოლექტიური მოქმედების პირვანდელ ხასიათს და ამ მოქმედების ობიექტის მნიშვნელობას: როგორც ჩანს, ეს ტოტემური ცხოველის საწესო მოკვლა უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტემური გადმონაშთის განუყრელ ნაწილად ლატანი და მის წვერზე მიკრული მგლის ტყავი გვევლინება, რაც, ვგონებთ, შეუძლებელია ... სვანური დროშის პროტოტიპად არ მივიჩნიოთ (ვ. ბარდაველიძე). მკვლევრის აზრით, აშანგელო || შაშანგელო დამახინჯებული ქართული „სამგელო“ უნდა იყოს.


ლიტერატურა

ვ. ბარდაველიძე. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. დროშა „ლემ“, მგელი-ძაღლი // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XII-XIII. თბ., 1963, გვ. 149-150.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები