აშხვაფყარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-შხვაფყარა (აფხ. АшьхәаҧҞара) – „ქუსლის გაჭრა“. ეს მაგიური ხასიათის ქმედება სრულდება იმ შემთხევაში, როცა ბავშვი ფეხის ადგმას აგვიანებს. აბჟუის აფხაზები თვლიან, რომ ბავშვისთვის ფეხები შეკრული აქვს რაღაც ძალას, რის გამოც იგი ფეხზე გავლას ვერ ახერხებს. იმისათვის, რომ ბავშვი ამ ძალისაგან გაანთავისუფლონ ანუ ფეხები „გაუხსნან“, გამოაცხობენ ე.წ. აშვიმგჲალს (ჭვიშტარს), რომელზედაც ბებიაქალი აბრეშუმის ან შალის ლენტით ფეხებშეკრულ ბავშვს დააყენებს, ლენტს გაჭრის და იტყვის: „ქუსლები გაჭრა (ე.ი. ფეხები გაგიხსნა – ნ.ა.) და გაგიშვა შენ“; შემდეგ ჭვიშტარს დაუნაწილებენ იქვე მყოფ ბავშვებს, რომლებმაც იგი სირბილსა და ანცობაში უნდა შეჭამონ.


ლიტერატურა

Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები