აძვის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აძვის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ აძვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილზე, „წმინდა მუხის“ ტყეში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,8X 5 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. წყობაში შერეულია ბრტყელი აგურიც. კარის წირთხლები და შენობის კუთხეები ამოყვანილია შირიმის კვადრებით. ეკლლესია დაზიანებლია: ჩამონგრეულია სახურავი და კუთხეები, აღმოსავლეთი ფასადის ნახევარი დაფარულია მიწით, სამხრეთის მინაშენისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ეკლესიას სამხრეთით თაღოვანი კარი აქვს. საკურთხევლის აფსიდი თითქმის სწორკუთხაა (მომრგვალებული აქვს მხოლოდ კუთხეები). საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში პატარა ოთხკუთხა ნიშია, სამხრეთით – ასეთივე ფორმის სარკმელი (სავარაუდოა, თავდაპირველად აქ ნიში იყო). აფსიდის ღერძზე, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა. აფსიდის კონქი, სატრიუმფო თაღი და დარბაზის კამარა არაწესიერი ფორმისაა. ეკლესიას სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო ვიწრო სარკმელი აქვს. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა.

სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადების კედლების შუა არეში ჰორიზონტალურად ჩასმულია ფიქალის გრძელი ფილები, რომლებიც აღიქმება თავისებურ დეკორატიულ აქცენტებად.

ბიბლიოგრაფია

  1. აძვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.46-47.
  2. სოფელ აძვში მდებარე VIII-IX საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესიისა და მინაშენის ნანგრევების აღწერილობა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები