აძვის წმინდა სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აძვის წმინდა სამების ეკლესია - არქიტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში. დგას სოფლელ აძვის ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,5X X6,95 მ), ნაგებია აგურით. ზოგან გამოყენებულია ნატეხი ქვაც. თითო თაღოვანი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. საკურთხევლის კედელში ორი თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასსავლეთით თითო სარკმელია, ჩრდილოეთით – ორი. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. კამარის აღმოსავლეთის საბჯენი თაღი მასიურ კაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა, დასავლეთისა – მძლავრ კონსოლებს. კონსოლები და კაპიტელები პროფილირებულია. ეკლესია შიგნიდან შელესილია. შელესილობის ნაწილი ჩამოცვენილია. შენობის სამხრეთი შესასვლელის თავზე ჩასმულია მარმარილოს პატარა კვადრატული ფილა მხედრული წარწერით (არ იკითხება). ამავე შესასვლელზე მიშენებულია თაღებით გახსნილი ორსართულიანი აგურის კარიბჭე-სამრეკლო, რომლის ნახევარსფერულ გუმბათს პირამიდული სახურავი აქვს. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ აგურით გამოყვანილია მოზრდილი ჯვარი. შენობას თლილი ქვის ლავგარდანი აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები