აჭეუფსიჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჭეუფსიჟ-ი (ადიღ. АкIэупсыж – „ქოჩრის მოპარსვა“) – ასაკმოყრილი ჩერქეზი მეომრის მიერ ქოჩრის მოპარსვის წესი, რომლის შესრულებითაც იგი თარეშსა და ყოველგვარი ხასიათის ლაშქრობაში მონაწილეობას სწყვეტდა. გადაპარსულ თავზე დატოვებული ქოჩორი (акIэ) ადიღი მეომრის სიმბოლო იყო. ქოჩრის მოპარსვას ესწრებოდნენ მისი თანამებრძოლები, ნათესავები და მეზობლები, რომლებიც უქოჩრო მოხუცს საიმდღისოდ გამართულ სუფრაზე ხანგრძლივ სიცოცხლესა და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებდნენ.

არავითარი ცნობა იმის თაობაზე, თუ ვის ჰქონდა აჭეს გაზრდისა და ტარების უფლება, ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ თავზე ქოჩრის დატოვება 16-17 წლის ასაკში ხდებოდა, მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ინიციაციას გადიოდნენ („ყურაღ ეუფსეი“). არის სხვა აზრიც: ავადმყოფობისგან და ავი თვალისგან დაცვის მიზნით, ჩერქეზები ჯერ კიდევ ჩვილ ბავშვს თხემის გასამყარებლად დინდგელს უსვამდნენ და იქ სტოვებდნენ ბუჩქა თმას, რომელიც, სრულწლოვნების შემდეგ, მეომრის განმასხვავებელი ნიშანი ხდებოდა. ჩერქეზული ტრადიციის მიხედვით, აჭეს მოპარსვა შეეძლო ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც თავისი გაუფრთხილებლობით უპატიებელი საქციელი ჩაიდინა, ნიშნად იმისა, რომ იგი ამიერიდან იარაღს ხელს არ ახლებდა. ასეთ შემთხვევაში აჭეუფსიჟის რიტუალი არ იმართებოდა.


ლიტერატურა

  • Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи, традиции (Адыгэ хабзэ). Нальчик, 2000;
  • Адыгская (черкесская) энциклопедия. М., 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები