ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია (გორი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესიის გეგმა

ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში. დგას სოფელ ახალდაბაში, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება X საუკუნის დასაწყისით.

აღწერილობა

ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,7 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქიაგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული.

აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან – სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან. სამხრეთი სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია ყრუ აფსიდით, ჩრდილოეთისას აღმოსავლეთის შეზნექილ კედელში პატარა სარკმელი აქვს. კონქში, სათავსებში შესასვლელების თავზე, ჩასმულია თითო რეზონატორი (ქვევრი). საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელთან, ჩამაგრებულია ბუდიანი ქვის ბაზისი. აქვე ჩანს კანკელის კვალი. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია (ორივე ამოშენებულია). კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა.

აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, გამოსახულია გლუვზედაპირიანი რელიეფური ჯვარი. სარკმლების არეები მორთულია სადად, ლავგარდანი განახლებულია აგურით. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები გამაგრებულია წაკვეთილი კონუსის ფორმის მძლავრი კონტრფორსებით.

ბიბლიოგრაფია

  1. მეგრელიძე ი. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები //მაცნე.-1966.-N3.-გვ.248. სოფ. ახალდაბის ღვთისმშობლის სახელობის უგუმბათო ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები