ახალი ზელანდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ზელანდიის დროშა

ახალი ზელანდია - (New Zealand), სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უკავია ორი დიდი კუნძული – ჩრდილოეთი და სამხრეთი (გამყოფი ყუყის სრუტე), სტიუარტი, ორი-კინგსი, ჩატემი, კერმადაკი და სხვა.

ფართობი: 270,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა: 4,36 მლნ. კაცი (2012), რომლის 75% არის ინგლისური წარმოშობის ახალზელანდიელები.

ოფიციალური ენა: ინგლისური.

დედაქალაქი: ქ. ველინგტონი.

ახალი ზელანდია შედის ბრიტანულ თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი.

აღმასრულებელი: მთავრობა.

ახალი ზელანდია განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ხორცის, რძისა და ტყავის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი. შეიარაღებულ ძალებში არის 9,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 5 ათ., სამხედრო-საჰაერო 2,6 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 2,2 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები