ახალოჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალოჭ-ი (სომხ. Ախալոճ) – დიდმარხვის ცოცხალი სიმბოლო – სომხური სადიდმარხვო მსვლელობა-წარმოდგენის სახეგამურული და თეთრწვერა პერსონაჟი, გადმობრუნებული ტყაპუჭით, ფაფახით, დიდი ხელჯოხითა და ქამარზე შებმული ზანზალაკებით. ასე გამოწყობილი მოზარდი, მღეროდა რა შვიდკვირიანი მარხვის შეზღუდვებზე, თანატოლთა ჯგუფთან ერთად, სოფლის კარდაკარ შემოვლის პროცესში თავის „სიკვდილსა“ და „აღდგომას“ გამოხატავდა; შემდეგ ჯოხით ხელში დასდევდა ოჯახის წევრებს, აშინებდა ბავშვებს; სახლიდან გამოსულს წყლით ასველებდნენ. იმავე დღის საღამოს ახალოჭს მისი საგნობრივი სიმბოლო – მამაკაცის თოჯინა – ცვლიდა.


ლიტერატურა

Харатян Гр. С., Мкртчян С, С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები