ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალქალაქი - მეფის ქალაქი, ძვ. წითელქალაქი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თეძმის ხეობაში, ეს ადგილი იშვიათი კლიმატური პირობების გამო, ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.

ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად იხსენიება XVII ს. დასაწყისში 1609 წ. ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით, ამ დროს იგი არ იყო ქალაქი. ახალქალაქის გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-58 წწ) სახელთან. ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კედელზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629–42 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის „მეფის ქალაქი“ უწოდებიათ. ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი.ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები (გიორგი სააკაძის ჩამომავლები) იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება.


Logo1.JPG ახალქალაქი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები