ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 1995 წ. 5 აპრილიდან ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის გაყოფის და ორი – ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის – ეპარქიის ჩამოყალიბების შედეგად. 2002 წ. 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, ახალციხის ეპარქიის იურისდიქციაში შევიდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორია – ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა). 2007 წ. 21 დეკემბრიდან ლაზეთის მხარე შეუერთდა ბათუმ-ქობულეთის ეპარქიას და ახალციხის ეპარქია საბოლოოდ ჩამოყალიბდა სახელწოდებით „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია მოიცავს ახალციხის, ასპინძის, ადიგენის მუნიციპალიტეტებს (1917-1978 წწ. ეს მხარე ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებით შედიოდა აწყურის, 1979-1980 წწ. – ახალციხის, 1980-1981 წწ. – სამცხე-ჯავახეთის, 1981-1995 წწ. – ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიებში) და ისტორიულ ქართულ პროვინციებს: ტაოს, კლარჯეთს, შავშეთს, ერუშეთს, არტაანსა და კოლას. ეპარქიაში გაერთიანებულია საქართველოს ეკლესიის ისტორიული საეპისკოპოები: აწყურის, ანჩის, ბანის, წურწყაბის, ერუშეთის, ტბეთის, ხიზის, იშხნისა და წუნდის. მის ტერიტორიაზე თავმოყრილია ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები და ქართული მწიგნობრობის განთქმული ცენტრები – ოშკი, ანჩა, ხახული, ოპიზა, შატბერდი, ზარზმა, ვარძია, ოთხთა, ხანცთა, საფარა და სხვ.

ეპარქიას ესაზღვრება: აღმოსავლეთით – ახალქალაქისა და კუმურდოს, ბორჯომისა და ბაკურიანის; დასავლეთით – სხალთის, ბათუმისა და ლაზეთის; ჩრდილოეთით – ვანი-ბაღდათის, შემოქმედის და მარგვეთისა და უბისის ეპარქიები, სამხრით – თურქეთის რესპუბლიკა. საეპისკოპო კათედრები და რეზიდენციები არის აწყურში, ახალციხესა და საფარაში. 1999 წ. ნოემბრიდან, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). ანყურის (შემდეგში – ახალციხისა და ახალციხე-სამცხე-ჯავახეთის) ეპარქია, XX ს. 90-იან წლებამდე მოქმედი ტაძრებისა და, შესაბამისად, სასულიერო პირების რაოდენობით, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი იყო საქართველოში. 2012 წ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში მოქმედია 37 ტაძარი და 16 მონასტერი, შენდება 8 ახალი ტაძარი. უშუალოდ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის დროს ამოქმედდა 34 ძველი და ახალი ეკლესია. ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში მსახურობს 8 არქიმანდრიტი, 4 დეკანოზი, 7 მღვდელი, 5 მღვდელმონაზონი, 4 ბერდიაკონი, 3 იღუმენია, 16 ბერი, 23 მონაზონი, 70 მორჩილი.

ეპარქიაში მოქმედებს წმ. გრიგოლ ხანცთელის სახელობის სასულიერო სემინარია და 5 სამრევლო სკოლა.

დეკანოზი გ. გუგუშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები