ახვერდოვი აბდურაჰიმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდურაჰიმ ახვერდოვი

ახვერდოვი (ჰახვერდიევ) აბდურაჰიმ ბეი ასადბეკის ძე - (17.V.1870, შუშა - 17.XII.1933, ბაქო) - აზერბაიჯანელი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ჟურნალისტის ოჯახში. დაწყებითი განათლება ორწლიან რუსულ-ისლამურ სკოლაში მიიღო. შემდგომში დაამთავრა შუშის რეალური სასწავლებელი. შემდგომში ცხოვრობდა თბილისში, სადაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის შემოქმედებამ. მალევე საცხოვრებლად და განათლების მისაღებად პეტერბურგში გადავიდა. 1892 გამოიცა მისი პირველი პიესა „Yeyarsan gaz atini, gorarsan lazzatin“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანელ მკითხველზე. სწრაფადვე მოიპოვა პოპულარობა. მისი პიესები ხშირად იდგმებოდა სცენაზე. 1906 წლდან აქტიური წვლილი შეაქვს აზერბაიჯანული სატირული ჟურნალის „მოლლა ნასრედდინის“ გამოცემაში. 1905 წლდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა მშობლიურ შუშაში. 1906 ელიზავეტპოლის გუბერნიიდან არჩეულ იქნა სახელმწიფო სათათბიროს წევრად. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ გააგრძელა სამწერლობო საქმიანობა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ცხოვრობდა თბილისში და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში არსებულ მუსლიმთა ეროვნული საბჭოს საქმიანობაში. 1918 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით დასახელებულ იქნა პარლამენტის წევრად. 1919 წლდან მუშაობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო კონსული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მთიელთა რესპუბლიკასა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აქტიურად მონაწილეობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერისტეტის დაარსებაში.

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. მუშაობდა თეატრის მმართველ ორგანოებში. აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა აღმოსავლეთმცოდნეობას. 1924 არჩეული იქნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. იყო აზერბაიჯანის სამეცნიერო საზოგადოების დამფუძნებელი.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1919, №711.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

აბდურაჰიმ ახვერდოვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები