ახია-ბახიაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჴია-ბაჴიაობა – ხევსურული საბავშვო დღეობა: ამაღლების შემდეგ ბავშვები ერბოს შესაგროვებლად სოფელს დაივლიდნენ და, ყოველი მოსახლის კარზე მისულნი, დაიძახებდნენ: „აჴიაო, ბაჴიაო, ყვავნი გიდგან კარჩიაო, ვინაც ბევრას ერბოს მოგვცემს, ბევრი იმის სახჩიაო. ვინც ერბოს არ მოგვცემს, არცრა იმის სახჩიაო“.

თითოეული ოჯახი ცდილობს, ბავშვები უკმაყოფილონი არ გაუშვას და ერთი ჯამი ერბო მაინც უწილადოს; ვინც ვერ გაიმეტებს, მას „დაარისხებენ“ (დაწყევლიან): „დედაო ხთიშობელო, ადგილის დედაო, დედა ბურიელო, შენ ნუ მისცემ ბარაქას, შენ დაუჴოცი საქონი, შენ გამაული საქონის ნაწველის ბარაქა, შენ გაუუბარაქოვი სახლი, შენ ნუ მისცემ ბარაქას კაცის ნამუშევარს, ჴარის ნაჴნავ-ნათესს, ფურის ნაწველ-ნადღვებს“. შემდეგ კლდიდან ქვებს დააგორებენ და დაიძახებენ: „დალოცვილო ხთიშობელო, დედაო მარიემო, შენ გადმოუყარი ფურები კლდეზეით, შენ ნუ გაუმართავ ჴელს საქონის მავლაში, შენ დაული ბარაქა, შენ დაუღვარენი ზისცვარნი, დაუდნენი კარაქნი დოვში, დალოცვილო“. ვინც ერბოს გაიღებდა, დაამწყალობებდნენ: „დალოცვილო ხთიშობელო, შენ შაეწი, შენ მიეც ბარაქა, შენ გაუმრავლენი საქონნი, შენ მიეც ბევრა საქონის ნაწველ-ნადღვები, შენ დაუტანი ბარაქა“ და ა. შ. ბოლოს, ბავშვები შეგროვილი ერბოთი ხავიწს ადუღებდნენ და შეჭამდნენ. ხავიწის ჭამისას ლოცავდნენ და ამწყალობნებდნენ ერბოს გამცემებს და წყევლიდნენ ძუნწებს.


ლიტერატურა

მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მასალები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა სამეურნეო ყოფის ისტორიიდან. თბ., 1989, გვ. 74.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები