ახილფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახილფა (ახჷლფა) - აფხ. ქუდი, მამაკაცის. ძველად აფხაზი მამაკაცები მთელ თავს იპარსავდნენ და მხოლოდ თავის თხემზე იტოვებდნენ თმას, ამიტომ კონუსური ფორმის ქუდები ეხურათ. ქუდის ქსოვილი ითელებოდა, შემდეგ იკერებოდა. სველ ქუდს ხის კუნძურაზე (კონუსური ფორმის) გადააკრავდნენ, რომ ფორმა მიეცათ. ასეთი კონუსური ფორმის, მახვილი ქუდები მუქი ფერისა იყო.